რუსთავის მე-17 ციხეში ხანძრის შედეგად დაღუპული ორივე პირი პატიმარია

რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინდელ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ, რომ გარდაცვლილები პატიმრები არიან.

N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი გუშინ, დაახლოებით 14:20 საათზე გაჩნდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. მათივე ინფორმაციით, N17 დაწესებულება მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N5, N6, N12, N16) დაწესებულებებისგან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია№17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის შედეგად ორი პატიმრის გარდაცვალების საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს