რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია დაიწყო

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. პოლიტიკოსები, მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ და მის პატიმრობას აპროტესტებენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 37 დღეა საპატიმროში, პროტესტის ნიშნად შიმშილობს, როგორც ექიმები და ადვოკატები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე კრიტიკულად მძიმეა.

საპირისპიროს ამტკიცებს ხელისუფლება. პენიტენციური, “ოცნების” წარმომადგენლები და მათი კონტროლირებადი მედიასაშუალებები.

ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს და საკვებ დანამატებსაც იღებს. მათივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მისი კლინიკაში გადაყვანა ამ ეტაპზე, საჭირო არ არის, თუმცა ასევე ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ექიმები და სახალხო დამცველი კი ამბობენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს სამკურნალო პირობებს.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახური მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან ვიდეოკადრებს ავრცელებს
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანე სალხინოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას არ ტოვებს