რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. ისინი სლოგანით – „თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ.
აქციის მონაწილეები სიტყვით გამოდიან და ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები თავდაპირველად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ და ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტოკოლონით მსვლელობა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებისკენ გამართეს.