რუსთავის მაგისტრალზე სამარშრუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

რუსთავის მაგისტრალზე ავარიის შედეგად, სამარშრუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შეჯახების შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

http://www.interpressnews.ge/ge/samartali/365362-rusthavis-magistralze-samarshruto-taqsi-gzis-savali-natsilidan-gadavarda.html

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული
შემდეგი სტატიაავთანდილ ჭრიკიშვილი ძიუდოისტთა მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა