რუსთავის გზაზე ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა – არიან დაშავებულები

რუსთავის ავტომაგსიტრალზე ავარია მოხდა, ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ისინი რუსთავის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილნი.

ამ დროისათვის გზაზე მოძრაობა შეფერხებული არ არის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟის რამდენიმე ბრიგადა, ასევე სამაშველო სამსახურიც. თვითმხილველების თქმით „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რასაც ავარია მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიდაკავებული დეკანოზის აღსარების ჩასაბარებლად ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა რევაზ სიხარულიძე შევიდა
შემდეგი სტატიაანკარა აცხადებს, რომ დამასკოს ქიმიური იარაღი კიდევ აქვს