რუსთავის ე.წ. ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლები ციხის მშენებლობის საკითხზე თეა წულუკიანს უახლოეს დღეებში შეხვდებიან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 19, 2019 20:05

რუსთავის ე.წ. ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლები ციხის მშენებლობის საკითხზე თეა წულუკიანს უახლოეს დღეებში შეხვდებიან

რუსთავის, ე.წ. ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უახლოეს დღეებში შეხვდებიან. ეს გადაწყვეტილება დღეს რუსთავის საკრებულოს უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქციების მონაწილეთა ნაწილი დაესწრო. მედიატორის როლს ქვემო ქართლის გუბერნია და რუსთავის საკრებულო შეასრულებს.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებს აქციის მონაწილეებმა საკუთარი არგუმენტები გააცნეს, რატომ არ სურთ ქალაქში ციხის მშენებლობა. შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა.

რუსთავის ე.წ. ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლები დასახლებასთან ახლოს ციხის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი უსაფრთხოების პრობლემებსა და დასახლების განვითარების პერსპექტივების დაკარგვის საშიშროებაზე მიუთითებენ. იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოსახლეობასთან შეხვედრისთვის მზაობა რამდენიმე დღის წინ გამოთქვა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 19, 2019 20:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics