რუსთავის ციხის მიმართულებით რესპუბლიკის მოედნიდან ავტოკოლონა დაიძრა

საავტომობილო კოლონა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის N12 დაწესებულებისკენ დაიძრა. ოპოზიციის ლიდერები, მხარდამჭერები და აქტივისტები, ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას მართავენ. მათი თქმით, მსვლელობა მშვიდობიანია და მისი მიზანი “ქართული ოცნებისთვის” კიდევ ერთხელ ხმის გაგონებაა.

“ხელისუფლება აგებდა პიარ კამპანიას იმაზე, რომ ოპოზიცია დესტრუქციულად იქცევა. სწორედ ამიტომ, მინიმალური შანსიც რომ არ დავუტოვოთ ხელისუფლებას, რომ მოლაპარაკებების შეფერხება რაიმე სახით დააბრალოს ოპოზიციას, სწორედ ამიტომ მოვაწყობთ მშვიდობიან მსვლელობას დღეს რუსთავის ციხისკენ, სადაც უკვე 10 დღეა ბიძინა ივანიშვილს ნიკა მელია უკანონოდ ყავს გამოკეტილი”,- თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

ოპოზიცია ამ დრომდე ელოდება როდის გადადგამს ხელისუფლება ნაბიჯს და მოლაპარაკებას დაიწყებს.

banner
წინა სტატიაშითაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, ორგანიზებული ჯგუფის ხუთი წევრი, მათ შორის შსს-ს ერთი თანამშრომელი დააკავეს
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი – დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელია, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ