რუსთავის ციხესთან ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

რუსთავის ციხესთან „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია, ისევე როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

აქციის მონაწილეების აცხადებენ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრების მიმართ ხელისუფლებამ „ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას“.

„ყველამ უნდა გაიგოს,რომ ნიკა გვარამიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა არის პოლიტიკური და ამას სწორედ ის ფაქტი უსვამს ხაზს, რომ არ ყოფილა პრეცენდენტი იგივენაირი მუხლით ვინმე ციხეში ჩაესვათ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

banner
წინა სტატიაშისამების საკათედრო ტაძარში 65-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა
შემდეგი სტატიამაიკლ კარპენტერი – რუსეთის ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში ინტეგრირება შეცდომა იყო