რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს, ხელისუფლების უკანონო პატიმარს – რუსთავის ციხესთან 15 საათზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

ორგანიზატორები, აქტივისტები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები გააპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას, პირადი ექიმის ვიზიტისა და სატელეფონო ზარების უფლების შეზღუდვას.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან 100 დღეზე მეტია გასული. გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავში გადაყვანის შემდეგ, მასთან ექიმებს არ უშვებენ, შესაბამისად, როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს არ შეუფასებიათ.

banner
წინა სტატიაშიარ შეგვიძლია გულგრილები ვიყოთ ამ სისხლის ღვრის, ამ შეტაკებების, ამ ადამიანური განუკითხაობის მიმართ – პატრიარქი კირილი ყაზახეთზე
შემდეგი სტატიაქუთაისი-ნურ-სულთანის ავიარეისით დღეს საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდება – ყახაზეთში საქართველოს საელჩო