რუსთავის ციხეში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც გვიან ღამით გორის ჰოსპიტლიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადაიყვანეს, სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა. ციხის ეზოში ცოტა ხნის წინ პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს. ტერიტორიაზე ასევე შეყვანილია სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფი და წყლის ჭავლის მანქანა.

მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების შესახებ ინფორმაცია ადვოკატებს არც ამჯერად მიაწოდეს. უფლებადამცველებს ამ დრომდე არ ეძლევათ მესამე პრეზიდენტის ციხეში მისი მონახულების საშუალება. ნიკა გვარამია მასთან შესახვედრად რუსთავში გვიან ღამითვე ჩავიდა, თუმცა რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ მას ამის უფლება არ მისცეს.

უფლებადამცველებს, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, პირველ რიგში სურთ იცოდნენ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. რამდენიმე დღის წინ, როდესაც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სცადეს ის შეუძლოდ გახდა.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ლილუაშვილი – სუს-ი ახორციელებს ფარულ მიყურადებას კანონიერ საფუძველზე
შემდეგი სტატიაგვაშფოთებს ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული წესით დაშლის ინიციატივა – ნიდერლანდების ელჩი