რუსთავის ციხეში, მიხეილ სააკაშვილს გიორგი მშვენიერაძე ხვდება

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე იმყოფება. ის იქ თავად მესამე პრეზიდენტის მოთხოვნით მივიდა. მშვენიერაძეს შესვლამდე ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია და თქვა, რომ განცხადებას პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.

“რამდენიმე საქმეზე, რომელიც პოლიტიკასთან და პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან არის დაკავშირებული, ვარ ადვოკატი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის სურვილი იყო, მას როგორც ადვოკატი ისე შევხვედროდი და გვესაუბრა მის საქმეებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალის თქმა არ შემიძლია, როცა გამოვალ, გეტყვით რაზე ვისაუბრეთ და მომავალში როგორ გავაგრძელებთ ამ ურთიერთობას”,- განაცხადა მშვენიერაძემ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ეხმიანება
შემდეგი სტატიამოშიმშილე აქტივისტი შეუძლოდ გახდა