რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ციხეში ცოტა ხნის წინ შევიდნენ.
საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ექსპრემიერს კითხვებს მის მიერ გავრცელებულ ბოლო წერილთან დაკავშირებით უსვამენ.
რამდენიმე დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გაავრცელა, სადაც უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზებით დაინტერესდა. ამასთან, ყოფილმა პრემიერმა ყურადღება გაამახვილა სხვა საქმეებზეც და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ღარიბაშვილის გარდა, გამოიკითხებიან ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური








