რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განმარტავენ, რომ კარანტინის მოქმედების ვადა დამოკიდებულია გრიპის ვირუსის გავრცელების დინამიკაზე

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული დაავადებით მკურნალობას 12 პაციენტი გადის. როგორც ჟურნალისტებს საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ირაკლი კიწმარიშვილმა განუცხადა, გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობა გასული წლის იანვართან შედარებით 20%-ითაა გაზრდილი და პრევენციის მიზნით ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა.

„კარანტინის მოქმედების ვადა დამოკიდებული იქნება გრიპის ვირუსის გავრცელების დინამიკაზე და პაციენტთა მომართვიანობაზე. ამ ეტაპზე მომართვიანობა მაღალია და სწორედ ამიტომ, მივიღეთ კარანტინის შემოღების გადაწყვეტილება”, – განაცხადა ირაკლი კიწმარიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ცენტრალურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსით დაავადების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

banner
წინა სტატიაში“ჩათვალა, რადგან ღორის წელიწადია ყველაფერი ეპატიება, რადგანაც ქუცუნას ეძახიან”
შემდეგი სტატია,,ჩვენი პატრიარქი მთელი ერისთვის სულგრძელობის, თავდადებისა და სიყვარულის მაგალითია”