„რუსთავის აზოტსა“ და „საქართველოს ბანკს“ შორის სასამართლო დავა – ტესტი საქართველოსთვის

ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესი, როგორც ჩანს, საქართველსოთვის სერიოზული ტესქტი იქნება. ბრიტანეთში „რუსთავის აზოტსა“ და „საქართველოს ბანკს“ შორის დავას თვალს საეთაშორისო ორგანიზაციები, მსხვილი ინვესტორები და დიპლომატები ადევნებენ.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩის დონალდ მაკლარენის თქმით, კითხვები უკვე დასმულია და ახლა ყველა პასუხებს ელის:
„ძალიან საინტერესო საქმის განხილვა ხდება ლონდონის სასამართლოში. „რუსთავის აზოტმა“ უჩივლა „საქართველოს ბანკის“ მფლობელ კომპანიას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, რომელსაც საერთაშორისო ინვესტორები ყურადღებით აკვირდებან. ისინი დაინტერესდებიან თუ როგორ მუშაობენ ბანკები საქართველოში? მოქმედებენ თუ არა ისინი სამართლიანად, დახემარებიან თუ არა ბიზნეს? თუ ამოძრავებთ უკანონო ზეწოლის საფუძველზე ბიზნესის დახურვისა თუ კომპანიების მითვისების მოტივაცია. სწორედ ეს კითხვებია ახლა დასმული და ბიზნესმენები და ინვესტორები მათზე პასუხს ელოდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბანკებმა დაინახონ თავიანთი როლი ეკონომიკაში და წვლილი შეიტანონ მასში მაქსიმალურად დადებითი კუთხით.“ – აღნიშნავს დიპლომატი.
დონალდ მაკლარენის განმარტებით, როგორც ბიზნესმენებმა, ისე ბანკებმა მხოლოდ საკუთარი უფლებების ფარგლებში უნდა იმოქმედონ და ბიზნესის ხელში ჩაგდების ინტერესი ბანკების ქმედებებში არ უნდა იკითხებოდეს:
„კიდევ ერთი სფერო, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს არის ბანკების ქმედებები. ეკონომიკის სფეროში მუშაობისას ბანკებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ. ისინი ბიზნესის მეგობრები უნდა იყვნენ და არა ზეწოლის განმახორციელებლები. თავისთავად, ბიზნესმენმა უნდა გადაიხადოს გადასახადები, საბანკო ხარჯები და ასე შემდეგ, თუმცა, თუკი ბანკი უნდა იყოს წარმატებული ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი, მაშინ იგი ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, თუ როგორ დაეხმაროს

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ისეთი ოფისი, რომელიც მის ფუნქციებთან და საკონსტიტუციო როლთან იქნება შესაბამისობაში