“რუსთავის აზოტის” თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ახალი შეთავაზება გაფიცულ თანამშრომლებს

სს „რუსთავის აზოტმა“ მუშაობა განაახლა. საწარმოს თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

,,აზოტში“ დასაქმებულები დათანხმდნენ ადმინისტრაციის მხრიდან ორი დღის წინ შეთავაზებულ წინადადებას ხელფასების ნაწილობრივ გაზრდასთან დაკავშირებით. ერთკვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საწარმოს ხელმძღვანელობა, მათ, ვისაც ხელფასი 1000 ლარზე ნაკლები აქვს, შრომით ანაზღაურების 250 ლარით გაზრდას, ხოლო მათ, ვისაც 1000 ლარზე მეტი – 125 ლარით მომატებას დაჰპირდა.

,,რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქციები 26 აპრილს დაიწყეს, 28 აპრილს კი 2000 ადამიანი გაიფიცა, რამას საწარმოს გაჩერება გამოიწვია. აქციის მონაწილეებს საწარმოს შესასვლელი ქონდათ ბლოკირებული.

banner
წინა სტატიაშიდარქნეტში პედოფილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვებ-გვერდი დაბლოკეს
შემდეგი სტატიასოფელ უჯარმასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები