8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

რუსთავის ავტო-ბაზრობაზე – ავტოდილერები და ავტოიმპორტიორები აქციას მართავენ

ამ წუთებში, პროტესტია რუსთავის ავტო-ბაზრობაზე – ავტოდილერები და ავტოიმპორტიორები “ოცნების” დაანონსებულ  საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ .

ქართველმა ავტო-დილერებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

პეტიიციით მოქალაქეები მოითხოვენ, რომ “ოცნებამ” არ მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყანაში ექვს წელზეე მეტი ხნის ავტომობილის შემოყვანას აკრძალავს.

„შევიკრიბეთ რათა ერთმანეთს უფრო მეტად გავუზიაროთ არსებული პრობლემები და შევაცადოთ კომპანიების და ავტოდილერებსი სატკივარი მივიტანოთ ხელსიუფლებამდე, რადგან ეს სფერო არის უმნიშვნელოვანესი და ბევრი ადამიანის შემოსავალს დაეტყობა, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. შევიმუშავეთ მიმართვის წერილი და ამ მიმართვის წერილში რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდანაც ვითვალისწინებთ გარკვეულ დათმობებ და შეიძლება მოვძებნოთს აერთო კონსესუსი ხელისუფელბის წარმომადგენლებსა და ავტოდილერებს შორის. შეიძლება შეჯერება”, – ამბობს “ტვ პირველთან” ავტოდილერი.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” ავტომობილების შემოყვანაზე შეზღუდვას აწესებს და 6 წელზე მეტი წლოვანების ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს.

როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.

banner
წინა სტატიაშითაზო დათუნაშვილი: არ ვაპირებთ თავი შევიზღუდოთ, ყველას უნდა ველაპარაკოთ, იქნება ეს გახარიას გუნდი თუ ის შვიდი, რვა პარტია
შემდეგი სტატიაკულასა და ბატონოს დამფუძნებელ ივანე გოგლიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდ