რუსთავის 87-ვე უბანში არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა – რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

რუსთავის ნომერ მეოცე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ცნობით, 87 უბანში პროცესი მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის გაგა აფციაურის ცნობით, ამ დროის მონაცემებით რუსთავში 29 და 30 ოლქებში ამომრჩეველთა აქტივობამ 37 პროცენტი შეადგინა.

40 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ამ დროისთვის რუსთავის საარჩევნო უბნები დახურულია და წილისყრის პროცედურები მიმდინარეობს.

რუსთავში ორივე საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებზე, “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები უპირისპირდებიან.

banner
წინა სტატიაშიჭაიათურაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა
შემდეგი სტატიამარკირებაგავლილი პირების ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობის 70-მდე ფაქტი დაფიქსირდა