რუსთავის 22 სკოლაში მოსწავლეების ჩხუბის შედეგად ერთ-ერთს ფილტვი გაეთიშა

რუსთავის #22 საჯარო სკოლაში, მე-9 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.  ინციდენტის შედეგად ერთ-ერთ მოსწავლეს ფილტვი გაეთიშა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კონფლიქტის მიზეზი უცნობია. დაპირისპირების ფაქტს ადასტურებს სკოლის დირექტორი ეკატერინე ცხვედაძე, მისი განცხადებით, სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს საკლასო ოთახში დაუპირისპირდნენ, რა დროსაც სკოლის მანდატურმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
მისივე ინფორმაციით მომხდარზე ძიება არ დაწყებულა, რადგან სამართალდამცავებმა ინციდენტი უმნიშვნელოდ მიიჩნია.

banner
წინა სტატიაშირუსთავის მე-18 სკოლაში მოსწავლეს ელექტროშოკი აღმოუჩინეს
შემდეგი სტატიაშავი ზღვის სანაპიროზე 6-ბალიანი შტორმი ფიქსირდება