რუსთავის #1 საჯარო სკოლის პედაგოგების ნაწილი დირექტორის გათავისუფლებას მოითხოვს

რუსთავის #1 საჯარო სკოლაში დილიდან ხმაურია. სკოლის რამდენიმე პედაგოგმა მოსწავლეებთან ერთად, აქცია გამართა და სასწავლო ოთახებში შესვლაზე უარი განაცხადა.
სასწავლო პროცესი ჩაშლილია მე- 5,მე-6 და მე-7 კლასებში.რუსთავის #1 საჯარო სკოლის რამდენიმე პედაგოგი და მოსწავლეები დირექტორის ლალი მდივნიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას კატეგორიულად მოითხოვენ და სასწავლო პროცესის განახლებაზე უარს აცხადებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სკოლის დირექტორი ბავშვებისა და პედაგოგების უფლებებს არღვევს და მათ უხეშად ეპყრობა.
სკოლის დირექტორს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. მოსწავლეები და პედაგოგების ნაწილი 15.00 საათამდე საკლასო ოთახებში შესვლაზე უარს აცხადებს. სწორედ ამ დროს არის დანიშნული სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელზეც სავარაუდოდ სკოლის დირექტორის ლალი მდივნიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი უნდა განიხილონ.

banner
წინა სტატიაში,,”ქართული ოცნების” მიერ სოფელ კორცხელის მაჟორიტარად დასახელებული კანდიდატი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრია”
შემდეგი სტატიაევა გოცირიძე – არასამთავრობოების შეფასება მეტისმეტად ტენდენციურია