“რუსთავი2-ზე მორიგი თავდასხმა დიდი ხნით ჩაუკეტავს საქართველოს გზას ევროინტეგრაციის კუთხით” – სალომე სამადაშვილი

მორიგი თავდასხმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე და ახალი სარჩელი მედიასაშუალებსი წინააღმდეგ – გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, რუსთავი 2-ზე მორიგი თავდასხმა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე პრობლემას შეუქმნის:

“რუსთავი 2”-ის საქმე უკვე მოხვედრილია ყველა საერთაშორისო ანგარიშსა და შეფასებაში, სადაც ჩვენს ხელისუფლებას აკრიტიკებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მე ვშიშობ, რომ რუსთავი2-ზე მორიგი თავდასხმა და ამის შემდეგ მცდელობა ჩატარდეს ისეთი არჩევნები, როგორიც იყო უკანასკნელი არჩევნები ძალიან დიდი ხნით ჩაუკეტავს საქართველოს გზას ევროინტეგრაციის კუთხით. როდესაც ამის პარალელურად უკვე საუბრობენ ნეიტრალიტეტზე, საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე, ეს მთლიანობაში ქმნის ნათელ სურათს საით აპირებს ბიძინა ივანიშვილი წაიყვანოს ქვეყანა უახლოეს მომავალში,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“თუ რუსთავი-2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა უნდა…იმედი გაათავისუფლოს” – ხუხაშვილი
შემდეგი სტატია„მთავარია, სიტყვის თავისუფლება იყოს დაცული” – მოისწრაფიშვილი “რუსთავი 2-ის” წინააღმდეგ ახალ შეტევაზე