“რუსთავი-2”-ის ვებგვერდი რამდენიმე წუთის განმავლობაში გატეხილი იყო

“რუსთავი-2-ის” ოფიციალური ვებგვერდი, სადაც, როგორც წესი, ქვეყნდებოდა “კურიერში” გასული ინფორმაცია და იტვირთებოდა ვიდეოები, გატეხილი იყო და მასზე შესვლისას დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადება იკითხებოდა. რამდენიმე წუთში კიბერშეტევა განეიტრალდა. ამჯერად “რუსთავი-2-ის” ვებგვერდი ჩვეულებრივ მუშაობს.

“ჩვენ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ვაცხადებთ, რომ დომენი rustavi2.com დღიდან მისი რეგისტრაციისა ყოველთვის ჩვენ გვეკუთვნოდა და ასეა დღესაც.
2004 წელს, როცა ნაცონალურმა ხელისუფლებამ იძულებით დაგვათმობინა ჩვენი კუთვნილი 60% წილი რუსთავი 2-ში, სიჩქარეში არც გახსენებიათ რომ დომენი rustavi2.com ცალკე საკუთრებას წაროადგენდა და ასე განაგძრეს ჩვენი კუთვნილი ინტერნეტ რესურსით სარგებლობა.
არც იმით დაინტერესებულან თუ ვინ ფარავდა მთელი 13 წლის განმავლობაში რესურსით სარგებლობის თანხებს.დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ქველმოქმედებას და შევეცდებით ოდნავ მაინც დავაბალანსოთ პროპაგანდის და დეზინფორმაციის მძლავრი ნაკადი, რომელიც ჩვენთვის წართმეული ტელევიზიიდან მოედინება.
ჩვენს საიტზე დაიდება და თავს მოიყრის ბევრი ნაცნობი თუ უცნობი მასალა, რათა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღოს რუსთავი 2-ის საქმეზე.”, – ნათქვამი იყო განცხადებაში, რომელიც “რუსთავი-2-ის” ოფიციალურ ვებგვერდზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის მერმა და ჩოხატაურის დეპუტატმა ერთმანეთი სცემეს
შემდეგი სტატიაჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის განცხადებით, დომენი rustavi2.com რეგისტრაციის დღიდან მათ ეკუთვნით