“რუსთავი2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლის პირველი კომენტარი

“რუსთავი2”-ის საქმეთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს უზენასის სასამართლოს მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი, რომელიც ტელეკომპანიის საქმის განმხილველი დიდი პალატის შემადგენლობაში იყო.

ძლიერაშვილის კომეტარს “რუსთავი2” ავრცელებს. სამაუწყებლო კომპანიასთან საუბრისას ის მოსამართლეებზე პოლიტიკურ ზეწოლას გამორიცხავს, დამხარეებს მოუწოდებს, დაელოდონ უზენასი სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.
„დაელოდეთ დიდი პალატის დასაბუთებულ მოტივირებულ გადაწყვეტილებას. სადაც თქვენ ნახავთ ბუნებრივია იმ მოტივაციას რატომ მივიდა დიდი პალატა ამ გადაწყვეტილებამდე და ბუნებრივია, ამის მერე შეიძლება იქნეს პასუხები გაცემული როგორც სამოტივაციო ნაწილზე ასევე სხვა დანარჩენ საკითხებზე.
სამოსამართლეო ეთიკა არ მაძლევს იმის შესაძლებლობას წინასწარ აზრი გამოვთქვა იმასთან დაკავშრებით, რაც ამ შემთხვევაში ჩემი კომპეტენცია არ არის.
კითხვაზე იყო თუ არა საკმარისი ორი დღე საქმის განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად, მოსამართლე ზურაბ ძლიერაშვილი ამბობს, რომ კოლეგიას არა ორი დღე არამედ რამდენიმე თვე ჰქონდა. მისივე თქმით, დიდი პალატის განხილვის საკითხი იყო საკუთრებასთან დაკავშირებული დავა და შესაბამისად სასამართლომ თავისი სამართლებრივი ვალდებულება შეასრულა.
„ჩვენი განხილვის საკითხი იყო სწორედ საკუთრებასთან დაკავშირებული დავა. სასამართლომ თავის სამართლებრივი ვალდებულება შეასრულა. შესაბამისად უკვე აღსრულების საკითხი და შემდგომ პროცედურები, ეს არის სასამართლოს ფარგლებს გარეთ. მოსამართლემ შესაძლოა პოლიტიკური ზეგავლენით თუ სხვა გავლენებით მიიღოს გადაწყვეტილება, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი. მით უმეტეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების ნეიტრალური დამოკიდებულება პოლიტიკური საკითხების მიმართ,“-აცხადებს მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა მდგომარეობს რუსეთისთვის, ოკუპანტი სახელმწიფოსთვის კომფორტის შექმნაში’’
შემდეგი სტატიამერკელი ვაშინგტონში ადგილობრივი დროით 11 საათზე ჩაფრინდება