,,რუსთავი2“-ის პოლიტიკური დებატები ჩაიშალა – ,,ოცნების” უარი

,,რუსთავი2“-ზე დადგეგმილ წინასაარჩევნო პოლიტიკურ დებატებში, სადაც ყველა კვალიფიციური სუბიექტის ლიდერი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ,,ქართულმა ოცნებამ“ მონაწილეობაზე უარი თქვა, რაც დაგეგმილი დებატების ჩაშლის მიზეზი გახდა.

როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, გადაცემაში მონაწილეობა ექვს პოლიტიკურ სუბიექტს: ,,ქართულ ოცნებას” , ,,ნაციონალურ მოძრაობას”, ,,რესპუბლიკელებს”, ,,თავისუფალ დემოკრატებს”, ,,ლეიბორისტებს” და ,,სახელმწიფო ხალხისთვის” სიის პირველ ნომრებსა და ყველა პარტიიდან ოთხს პოლიტიკოსს უნდა მიეღოთ. დაგეგმილი დებატების შესახებ ინფორმაცია ,,ქარტულ ოცნებასაც” და სხვა ჩამოთვლილ ოპოზიციურ პარტიებს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კაპანიის დაწყების დროიდან ჰქონდათ, ერთი კვირის წინ კი ისინი კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ ,,ოცნებამ” მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

,,რუსთავი2″ -ს განცხადებით, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელბიც დათანხმდნენ ტელეკომპანიის შეთავაზებას და დღეს ელოდნენ დებატებს, ხვალ აუცილებელად მიეცემათ შანსი, რომ ,,რუსთავი2″-ის ეთერიდან მიმართონ ამომრჩეველს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს გიორგი ნაზაროვს შეხვდა
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყება საქართველოში მყოფ რუს ტურისტებს მოუწოდებს, მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების ადგილებს მოერიდონ