“რუსთავი2”-ის მხარადსაჭერად-კანცელარიასთან პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები იკრიბებიან

პარლამენტის წინ „რუსთავი 2“- ის მხარდამჭერი აქცია რამდენიმე წუთში დაიწყება. სამაუწყებლო კომპანიას მხარდაჭერას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რიგითი მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები უცხადებენ.

შეკრებისთვის დედაქალაქში რამდენიმე ლოკაციაა. აქციის მონაწილეები ამ წუთებში მთავრობის კანცელარიასთან, ასევე ვარდების მოედანზე იკრიბებიან, საიდანაც პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ.

კანცელარიასთან პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები არიან შეკრებილი, ხოლო ვარდების მოედანზე „ნაციონალურ მოძრაობისა“ და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ისევ საპროტესტო რეჟიმში მუშაობს. არხს მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს, არ მაუწყებლობს „მარაო“ და “კომედი არხიც“, გათიშულია ტელეკომპანიის ვებგვერდიც.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ უნდა გამოიტანოს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება.

banner
წინა სტატიაში“ახალი საქართველო” “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციას უერთდება
შემდეგი სტატია„რუსთავი 2″- მა მაუწყებლობა განაახლა