რუსთავი2 მაყურებელს წინასაარჩევნოდ ახალ ფორმატს შესთავაზებს

სამაუწყებლო კომპანია

რუსთავი2 მაყურებელს წინასაარჩევნოდ ახალ ფორმატს შესთავაზებს – ტელეკომპანია პოლიტიკურ პარტიებს ეთერის გამოყენების და მაყურებლამდე საარჩევნო გზავნილების მიტანის შესაძლებლობას მისცემს.
“ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალური შესაძლებლობა მივცეთ ამომრჩეველს, იყოს ადეკვატურად და სრულყოფილად ინფორმირებული და მაქსიმალური შესაძლებლობა მივცეთ ამავდროულად საარჩევნო სუბიექტებს, რომ მიიტანონ საკუთარი პროგრამები და გზავნილები ამომრჩევლამდე. ამიტომაც ჩვენი წინასაარჩევნო ეთერი იქნება გაცილებით უფრო ფართო, ვიდრე ზოგადად რუსთავი2-ის ეთერი. ჩვენ ვამატებთ რამდენიმე პლატფორმას საარჩევნო დებატების, მათ შორის ერთ-ერთი იქნება რეგიონულ ჭრილში ეს დებატები. ვეცდებით, რომ იყოს რეგიონალური წარმომადგენლების დებატებიც, რათა ადგილებზე მოსახლეობამ იცოდეს, ვის ირჩევს და ვის აძლევს ხმას მაჟორიტარულ არჩევნებში და ასევე პროგრამული დებატებიც იქნება,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
როგორი იქნება ახალი ფორმატი, როდიდან იქნება შესაძლებელი პოლიტიკური პარტიების განახლებულ გადაცემებში მონაწილეობა, ამის შესახებ შეხვედრა დღეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან გაიმართა.
წინასაარჩევნოდ განახლებული ეთერი მაყურებელს 23 აგვისტოდან ელოდება, ამ დღეს გადაცემა არჩევანის ეთერში ჯი-ეფ-კეის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ახალი შედეგები გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშისევდია უგრეხელიძე : ნარმანიამ 2 წლის განმავლობაში ვერცერთი გუნდი ვერ მოირგო
შემდეგი სტატიარა მისწერა ზვიად გამსახურდიამ ირანელ-აფხაზ მწერალს