“რუსთავი2”-ისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად-ოპოზიცია დღეს სამომავლო გეგმის შესახებ განაცხადებს

“რუსთავი2”-ისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად ოპოზიცია დღეს სამომავლო გეგმის შესახებ განაცხადებს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ისინი ერთიანი ძალებით შეეწინააღმდეგებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ბოლომდე დაიცავენ სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას. განცხადება სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, დღეს 12:00 საათზე პოლიტსაბჭოს ერთიან გაფართოებულ ბრიფინგზე გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერებმა ტელეკომპანიასთან შეკრება დაიწყეს. მოქალაქეები, პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც ტელეკომპანიის მხარდასაჭერად მივიდნენ, აცხადებდნენ, რომ ერთიანი ძალებით შეეწინააღმდეგებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ბოლომდე დაიცავენ სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას.

გვიან ღამით მათ რამდენიმე კარავიც დადგეს, მხარდამჭერების ნაწილი მთელი ღამე აქ იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშისაბა მეტრეველი: დედა არ გვახსოვს შვილებსა…
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი: ჩვენ ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ…