რუსთავი-ვარკეთილის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე, რუსთავი-ვარკეთილის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ. ისინი დამქირავებელი კომპანიის, ინტერტრანსის მიერ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას და დღიური მოსაკრებლის 10 ლარით გაზრდას აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, მათი შემოსავლები გაზრდილი მოსაკრებლის გადახდის საშუალებას არ იძლევა. ახალი რეგულაციებით მათ დღეში 70 ლარის ნაცვლად 80 ლარის გადახდა ევალებოდათ.

მძღოლები აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც ინტერტრანსის ადმინისტრაციამ მათი პრეტენზიების შესახებ შეიტყო, ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა.

აქციის მონაწილეები ინტერტრანსის ადმინისტრაციასთან შეხვედრას მოითხოვენ. რუსთავი-ვარკეთილის მიმართულებით დღეს არცერთი რეისი არ შესრულებულა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კიკნაველიძე მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს ახალი სახე ხდება
შემდეგი სტატიამოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპულმა საქართველომ პარტიის ახალი სახეები წარადგინა