რუსთავი – წითელი ხიდის მაგისტრალზე ავტომობილი რამდენჯერმე ამოტრიალდა – დაშავებულია ერთი პირი

რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გარე განათების ბოძს დაეჯახა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომობილში მყოფი ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშითიანეთის მერობის კანდიდატების დავაზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
შემდეგი სტატიადაკავებისას გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქმის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს