რუსთავი-თბილისს შორის ავტობუსების სამი მარშრუტი დამტკიცდა

ქალაქ რუსთავის საკრებულომ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები დაამტკიცა.

რუსთავის საკრებულოს დადგენილების მიხედვით, რუსთავიდან მგზავრთა გადაყვანა სამი დისლოკაციდან – რუსთავის რკინიგზის სადგურიდან, გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან და ქალაქის გასავლელიდან განხორციელდება. თბილისში კი ავტობუსების დისლოკაციის ადგილად მეტროსადგური „ისანი“ განისაზღვრა.

საკრებულოს დადგენილების დანართის მიხედვით, ავტობუსების მოძრაობის მარშრუტები ასეთი იქნება: პირველი მარშრუტი – რუსთავის რკინიგზის სადგური, შოთა რუსთაველის ქუჩა – მ. კოსტავას გამზირი, გმირთა მოედანი – ხალხთა მეგობრობის გამზირი – ჟ. შარტავას გამზირი – რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება).​ უკუმიმართულება: რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება) – ჟ. შარტავას გამზირი – ხალხთა მეგობრობის გამზირი – გმირთა მოედანი – მ. კოსტავას გამზირი – ფიროსმანის ქუჩა – გ. ნიკოლაძის ქუჩა – ი. ჭავჭავაძის ქუჩა – დონეცკ მეტალურგების ქუჩა – შოთა რუსთაველის ქუჩა – რუსთავის რკინიგზის სადგური.

მეორე მარშრუტი – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია – ხალხთა მეგობრობის გამზირი – ჟ. შარტავას გამზირი – რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება). ​უკუმიმართულება: რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება) – ჟ. შარტავას გამზირი – ხალხთა მეგობრობის გამზირი – გმირთა მოედანის მიმდებარე ტერიტორია.

მესამე მარშრუტი – ჟ. შარტავას გამზირის №25-ის მიმდებარე ტერიტორია (რუსთავის გასასვლელი) – რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება).​ უკუმიმართულება: რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება) – ჟ. შარტავას გამზირის №25-ის მიმდებარე ტერიტორია (რუსთავის შესასვლელი).

რამდენიმე დღის წინ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომაც მიიღო. ავტობუსი თბილისში რუსთავის გზატკეცილიდან შევა, გაივლის გორგასალისა და გულიას ქუჩებს, საიდანაც ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩებით მეტრო „ისანს“ დაუკავშირდება.

მარშრუტის ასამოქმედებლად ავტობუსებს რუსთავის მუნიციპალიტეტი შეარჩევს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ბატიაშვილი – საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ყველა რეკომენდაცია შესრულებულია
შემდეგი სტატიამარიამ ჯაში – გამოცდები ვერ პასუხობდა განათლების ხარისხის გაუმჯობესების ამოცანებს