რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასური შესაძლოა, ძველ ნიშნულს – 1.30 ლარს დაუბრუნდეს

რუსთავის საკრებულოში ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მერის მოადგილეები ნოდარ შეროზია, დავით ლობჟანიძე და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია კომპანია „ინტერტრანსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასურის შემცირების საკითხი განიხილეს.

„ინტერტრანსის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ძველი ტარიფის – 1.30 შენარჩუნებაზე მოლაპარაკება მძღოლებთან დღესვე დაიწყება.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანია მძღოლებთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, რუსთავის მერია „ინტერტრანსის“ მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს აამოქმედებს.

რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფი ორი დღის წინ, რუსთავის მერიასთან შეთანხმების გარეშე გაძვირდა.

banner
წინა სტატიაშინატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს მართავს
შემდეგი სტატიალევან იზორია მაიკლ კარპენტერს შეხვდა