რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსის ახალი მარშრუტი დადგინდა

დედაქალაქის მთავრობამ კომპანია „სისტრასთან“ კონსულტაციის საფუძველზე, რუსთავი-თბილისის ავტობუსების ახალი მარშრუტი დაადგინა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ დღეს დაამტკიცა. თბილისში ავტობუსის ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ისანი“ განისაზღვრა.

ავტობუსი თბილისში რუსთავის გზატკეცილიდან შემოვა, გაივლის გორგასალისა და გულიას ქუჩებს, საიდანაც ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩებით, მეტრო „ისანს“ დაუკავშირდება.

მარშრუტის ასამოქმედებლად, ავტობუსებს რუსთავის მუნიციპალიტეტი შეარჩევს

banner
წინა სტატიაში” მოსამართლეობის იმ კანდიდატურებზე, რომელიც ახალი კრიტერიუმებით იქნება შერჩეული, სათითაოდ ვიმსჯელებთ”
შემდეგი სტატიაჩვენი პოზიცია კორუფციასთან მიმართებაში არის პრინციპული – თალაკვაძე წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებაზე