17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებზე მგზავრობის საფასური 50 თეთრით გაიზარდა და დღეიდან ყველა მარშრუტზე 3 ლარი შეადგინა.

საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავის“ ცნობით, მგზავრებმა ტარიფის ცვლილების შესახებ დილიდან შეიტყვეს. კომპანიის წარმომადგენლებმა მძღოლებს ფასის მატების თაობაზე მხოლოდ წინა საღამოს აცნობეს.

“ყველა ხაზი გაძვირდა. საწვავის გამო გაძვირდა 50 თეთრით. ჩვენც არ ვიცოდით, კომპანიამ გუშინ საღამოს გვაცნობა, რომ ხვალიდან ივლით 3 ლარადო”, – განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

მოქმედი რეგულაციების თანახმად, კომპანია ვალდებულია მგზავრობის საფასურის გაზრდამდე წერილობით აცნობოს მუნიციპალიტეტს, რის შემდეგაც საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოზე უნდა განიხილონ. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პროცედურა არ განხორციელებულა და ტარიფი ცალმხრივად გაიზარდა.

banner
წინა სტატიაში20 სექტემბრის ამინდის პროგნოზი
შემდეგი სტატიაგიორგი გველესიანი: ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტების დაწერისას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე წნეხი იყო