რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალაში, ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალაში, ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა.დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც “თაიმერს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.

ავარიასთან დაკავშირებით დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი – რეფორმები, რომლებიც ჩავატარეთ, ორიენტირებულია, რომ გათავისუფლებულმა ადამიანმა დანაშაული აღარ ჩაიდინოს
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა