რუსთავი-თბილისის ერთ-ერთი სამარშრუტო ხაზის მძღოლები დღეს სამუშაოდ არ გავიდნენ

რუსთავი-თბილისის სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსები დღეს სამუშაოდ აღარ გავიდნენ. ამის მიზეზი კომპანია „ინტერტრანსსა“ და მძღოლებს შორის შეუთანხმებლობა გახდა. როგორც მძღოლები პირველ არხთან საუბრისას აცხადებენ, საწვავის ფასის ზრდამ მათ ყოველდღიური ხარჯი გაუზარდა, რის გამოც, გეგმის შესრულებას სამი დღეა, ვერ ახერხებენ. კომპანიამ კი მათ მანქანების გაჩერება მოსთხოვა.

კომპანიის წარმომადგენლებსა და მძღოლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ინტერტრანსში“ აცხადებენ, რომ მძღოლებთან გარკვეულ პირობებზე უკვე შეთანხმდნენ და ისინი ხაზზე ეტაპობრივად გავლენ. თუმცა, რა პირობებზე შეთანხმდნენ მხარეები, „ინტერტრანსში“ არ აკონკრეტებენ.

მათი განმარტებით, მძღოლებს ზაფხულში შეღავათიანი დღიური გადასახადი ჰქონდათ და მათ ზამთრის ტარიფზე დაბრუნება არ ისურვეს.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატია,,უკრაინიდან ქართველების დეპორტაციის თითოეულ შემთხვევაზე იგზავნება საპროტესტო ნოტები”