27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

რუსთავი, მცხეთა, მარნეული — სად გაივლის თბილისის მიწისზედა მეტრო

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) თბილისსა და მის შემოგარენში „სითი ტრეინის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. პროექტის მიზანია დედაქალაქსა და მიმდებარე რეგიონებს (რუსთავი, მცხეთა, მარნეული, ლილო, ფონიჭალა) შორის მგზავრთა მობილობის გაზრდა და სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება.

კვლევა გულისხმობს არსებული ინფრასტრუქტურის მაქსიმალურ გამოყენებას, თუმცა დასაშვებია ახალი მონაკვეთების ან შემოვლითი გზების მშენებლობაც, მათ შორის აეროპორტი-რუსთავის მიმართულებით.

მნიშვნელოვანი დეტალები:

შესყიდვის ღირებულება: 393 000 აშშ დოლარი.

პროექტის მიზანია მულტიმოდალური კავშირის გაუმჯობესება და მდგრადი სატრანსპორტო სისტემის დანერგვა.

ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადა: 2026 წლის 13 ივლისი.

banner
წინა სტატიაშინიკოლ ფაშინიანი: “ზანგეზურის დერეფნის” მშენებლობა წელს დაიწყება
შემდეგი სტატიაძლიერი მიწისძვრების შემდეგ ვენესუელაში 25 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა