“რუსთავი 2″_ის გადამღებ ჯგუფს და პარლამენტარს თავს დაესხნენ

news
ავტ.: news ივნისი 19, 2016 10:12

“რუსთავი 2″_ის გადამღებ ჯგუფს და პარლამენტარს თავს დაესხნენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2 ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა. კურიერის ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა, აეროპორტის ტერმინალში, საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან, ინტერვიუებს იღებდნენ, რომლებიც ოფიციალაური ვიზიტით სტრასბუგრში მიემგზავრებოდნენ. დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის ინტერვიუ დროს მათ უცნობმა პირმა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი რუსთავი 2-ის ოპერატორს ფიზიკური.

დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, სავარაუდოდ, თავდამსხმელის თანმხლები ქალბატონი მას დაუპირისპირდა და არ აძლევდა ტელეფონით ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაღების საშუალებას.

რუსთავი 2 ის ინფორმაციით, შსს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125, ცემის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცეს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა. კურიერის ინფრომაციით დაკითხვაზეა გადაყვანილი თავდასხმაში მონაწილე პირიც.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ სახეზეა არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლის დარღვევა, რაც ცემას გულისხმობს, არამედ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელსშეშლა, რაც ასევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.

“მოგიწოდებთ და მოვითხოვ მთელი გუნდის სახელით, დაუყოვნებლივ დააკავოთ ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდამსხმელი და კანონის მთელი სიმკაცრით აგებინოთ პასუხი. 125-ე ცემის მუხლი არ მიიღება. შეგახსენებთ, ინტერვიუს ჩაწერის დროს მოხდა ინციდენტი და სხეულის დაზიანებასთან ერთად, მინიმუმ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა” წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და შს სამინისტროს მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლით დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

news
ავტ.: news ივნისი 19, 2016 10:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


25,462
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics