“რუსთავი 2”-ზე უარესიაო “იბერიაო”… მკიდია თქვენი “ომეგაც” და ყველაფერი”

როგორ და რა ფორმით ახორციელებს ხელისუფლება ზეწოლას დამოუკიდებელ ტელეკომპანია იბერიაზე – “კურიერს” წყარომ აუდიოჩანაწერი მიაწოდა, რომელიც მტკიცებით, ტელეკომპანია “იბერიას” დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის საუბარს ასახავს. ჩანაწერში საუბარი სწორედ ტელეკომპანია “იბერიას” შეეხება და ისმის კონკრეტული პრეტენზიებიც პირისგან, რომელიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრია. შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია “იბერიამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლევან ყიფიანი “ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით ლონდონში საადვოკატო კომპანიაშია დაბარებული.

„მთავრობა დაგიდგა გვერდში კეთილგანწყობით, წარმოებასთან, თქვენ კაცობასთან ყველაფერში, რა დავაშავეთ მითხარით… ყველა გამოდის “რუსთავი 2”-ზე უარესიაო იბერიაო… ძნელია, როცა ლაპარაკობ დათმობაზე, როცა ტელევიზია ასეთ ამბებშია…,“-აღნიშნავს ლევან ყიფიანი სატელეფონო საუბარში და იბერიას დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ახსენებს, რომ მას აქვს რამდენიმე ანგარიში, რომელიც მხოლოდ “ომეგა ჯგუფს” არ ეკუთვნის.

“მკიდია თქვენი “ომეგაც” და ყველაფერი… ეს პრობლემა მაქვს, გადამიწყვიტეთ,”-აცხადებს ლევან ყიფიანი.

banner
წინა სტატიაშიშვედეთში გამოკითხვებით, არჩევნებზე ხალხი ნაციონალისტურ პარტიას მისცემს ხმას
შემდეგი სტატიაპარიზის ცენტრში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა შვიდი ადამიანი დაჭრა