„რუსთავი 2″-ზე მომხდარი თავდასხმის დროს 6 დაკავებულიდან ერთი ხელწერილით გაათავისუფლეს

„რუსთავი 2-ზე“ მომხდარი თავდასხმის დროს 6 დაკავებულიდან ერთი ხელწერილით გაათავისუფლეს, ორი პირი არამიანცის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. სამი მათგანის სასამართლო პროცესი კი ცოტა ხანში უნდა დაიწყოს.
დაპირისპირების შედეგად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით სულ 6 პირი დააკავეს, აქედან მიხეილ ამისულაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხელწერილით არის გათავისუფლებული, ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი საავადმყოფოში გადიან მკურნალობას, ხოლო 3 პირის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. საუბარია ბექა რევაზიშვილზე, გიორგი ონიანსა და კიდევ ერთ პირზე, რომელიც “ქართული მარშის” ინფორმაციით, მათი წევრი არ არის, თუმცა აქციაზე იმყოფებოდა, როგორც ორგანიზაციის მხარდამჭერი.საქალაქო სასამართლოში დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს უნდა ჩაინიშნოს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : საქართველოში არსებობს ნება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა გაძლიერდეს
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე : ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუცია პრინციპული დოკუმენტი იქნება