„რუსთავი 2“- ზე მიტანილი იერიშის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ კრემლის ქება დაიმსახურა

საქართველო-ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებებს არ შეესაბამება

„რუსთავი 2“- ზე მიტანილი იერიშის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ კრემლის ქება დაიმსახურა. ოფიციალური მოსკოვი კმაყოფილია იმ განცხადებებით, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით, საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის წინააღდეგ გააკეთეს.

რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებში მთელი აბზაცი აბსოლუტურად იდენტურია. ორივე, საერთაშორისო ორგანიზაციებს, კერძო არხის ეთერში წამყვანის მიერ გაკეთებული განცხადებაზე რეაგირებას სთხოვს. საქართველოს მთავრობას საქციელი მოუწონეს პუტინის ადმინისტრაციაშიც, “რას ნიშნავს მკაცრი რეაგირება რომელიც „რუსთავი 2“ -ს გუშინ კახა კალაძემ დაუანონსა და რა სამართლებრივი ნორმის საფუძველზე გეგმავს ამ რეაგირებას,” ეს კითხვები „კურიერმა“ გია ვოლსკის დაუსვა, რომელმაც „ქართული ოცნების“ სახელით დღეს დაანონსა, რომ გიორგი გაბუნიას უცენზურო მონოლოგის გამოძიებას და შემდგომ რეაგირებას აპირებს. რა სახის რეაგირებას გულისხმობს სახელისუფლებო გუნდი, კითხვაზე პასუხი უცნობი რჩება.

ერთადერთი, ვინც დღეს საქართველოს პირველ პირებს, მეტ სიმკაცრეს სთხოვდა სერგეი გავრილოვია. კომუნისტი მართლმადიდებელი მიიჩნევს, რომ მხოლოდ განცხადებები საკმარისი აღარ არის. რუსეთის სათათბიროს წევრმა რუს და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობების გაფუჭებაში „რუსთავი 2“ დაადანაშაულა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადიცია უნდა მოხდეს და ის რუსეთის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ყველა კონტრაქციამ კიდევ უფრო დააჩქარა არსებულ ხელისუფლებათა შეცვლა
შემდეგი სტატიაშსს – აქციებზე უსაფრთხოების ზომების და მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად შესაბამისი რაოდენობის საპოლიციო დანაყოფები არიან მობილიზებული