“რუსთავი 2 წინააღმდეგია მისი საქმე თაღლითობაში შემჩნეულმა მოსამართლემ განიხილოს”

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, ტელეკომპანიის საქმის ერთ-ერთ მოსამართლეზე, კერძოდ ნათია გუჯაბიძეზე ინფორმაცია გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, გვარამიას განცხადებით, ნათია გუჯაბიძე თაღლითობაშია შემჩნეული, რუსთავი 2 კი უარს აცხადებს, ასეთი მოსამართლის მიერ მისთვის მნიშვნელოვანი საქმის განხილვაზე:

„რუსთავი 2 წინააღმდეგია მისი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე განიხილოს თაღლითობაში შემჩნეულმა მოსამართლემ, მაინც იურიდიულ ტერმინებში რომ კორექტულები ვიყოთ, იმიტომ, რომ ის განსაკუთრებულად მოწყვლადიც არის ამავდროულად, გარდა იმისა, რომ როგორც აღმოჩნდა თაღლითია, არის განსაკუთრებულად მოწყვლადი საქართველოს პროკურატურის მიმართ, ისევე როგორც ეს ხდებოდა მოსამართლე ურთმელიძის შემთხვევაში.

ჩვენ გვსურს განსაჯაროვდეს მთელი ეს პროცედურები, ვინ რა საკითხი დააყენა, ვინ დაუჭირა მხარი პროკურატურაში საქმის გადაცემას და ვინ არ დაუჭირა, ვინ დაუჭირა მხარი საქმის სადისციპლინო წარმოების აღძვრას და ვინ არ დაუჭირა და შინაარსი ასევე სარეკომენდაციო ბარათის, რომელიც მიიღო ქალბატონმა გუჯაბიძემ, თუ ამას კონფიდენციალურობის მოთხოვნით არ გააკეთებს სადისციპლინო საბჭო, კეთილი ინებოს ქალბატონმა გუჯაბიძემ და თვითონ მისცეს საზოგადოებას ახსნა-განმარტება, რაზე მიიღო სადისციპლინო ბარათი და წაგვიკითხოს სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თაღლითობისთვის პროკურატურის მიერ იდევნება
შემდეგი სტატია“წყაროს ამ პროცედურებში მონაწილეობა აქვს მიღებული”- ვინ მიაწოდა გვარამიას მოსამართლის თაღლითობის შესახებ ინფორმაცია