რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტის გამო ლადო სადღობელაშვილი დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე, ავთენტურობასთან პრობლემა არ აქვს– „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადობელაშვილი

შსს-მ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტის გამო ლადო სადღობელაშვილი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„2018 წლის 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქართული მარშის წევრი ლ.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) არის დაკავებული.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე სამართალდამცველების კითხვებს გუშინდელი დაპირისპირების მონაწილე პირები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. და გ.ო. ამ წუთებში პასუხობენ“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგაგრაში ფოთის მკვირდი დააკავეს
შემდეგი სტატიანიკა მელია: დღეს ივანიშვილს ნიღაბი ბოლომდე ჩამოეხსნა