„რუსთავი 2“-თან მებრძოლი სახელმწიფო მანქანა ქვეყანაში აზრის პოლიციას ქმნის“

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ზე ხელისუფლების ახალ შეტევას პარტიის – „კანონი და სამართალი“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ცოხებია ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„რ2“, დაარსების დღიდან, ქართული დემოკრატიის მთავარი აქტორია. ის იყო და არის პროცესების წარმმართველი. მიუხედავად მათზე განხორციელებული არაერთი პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლისა, ეს ტელევიზია და გუნდი, გამარჯვების ეპიზოდთა სიმრავლითა და ამ გამარჯვებათა მნიშვნელობით, რჩება ქვეყნის უმთავრეს ტელევიზიად.

„რ2“-თან ბრძოლა, მართლაც, რომ ბრძოლაა თავისუფალ სიტყვასთან. მეტიც, ორუელს თუ დავესესხებით, უფრო სწორად, მისი ერთ-ერთი შედევრის პათოსს მოვარგებთ ჩვენს რეალობას, არ გადვაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ „რ2“-თან მებრძოლი სახელმწიფო მანქანა ქმნის რეალურ აღქმას აზრის კრიმინალიზებისა და ქვეყანაში აზრის პოლიციის არსებობის შესახებ.

ამჯერად „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საბოლოო შეტევისთვის ემზადება, ივანიშვილი თავის სიმცირეს ვერ მოერია, მით უფრო იმ დამარცხებების შემდეგ, რაც იგემეს მათ – ამ უთანასწორო ბრძოლაში მან და მისმა დამქაშებმა.

ისე, რა „რ2“-ის ბრალია, თუ ივანიშვილი ვერ ეგუება იმ სახეს, რასაც, სარკეში ხედავს?! ერთი კია, მედიასთან ბრძოლა – ესაა დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა. ბეცია მხედართმთავარი, ვინც ომს უცხადებს მისი ძალაუფლების პირველწყაროს – ხალხს. „რ2“ ჩემია, ჩვენია. ამ ომსაც მოვიგებთ!“

banner
წინა სტატიაშისოფელ ბადიაურში, ტბაზე 24 წლის ახალგაზრდა დაიღუპა
შემდეგი სტატიათბილისში ავტობუსის მძღოლი დაჭრეს