„რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დავას, ნუ გადავიყვანთ პოლიტიკურ ჭრილში“

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა 2 სუბიექტს შორის მიმდინარეობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დავასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ინტერესია, ყველა სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

„ძალიან დიდი თხოვნა იქნება, ამ დავას ნუ გადავიყვანთ პოლიტიკურ ჭრილში, რასაც კონკრეტული ადამიანები ცდილობენ. რაც შეეხება მოსამართლე ურთმელიძის განჩინებას დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ, ჩვენ უნდა შევეგუოთ ერთ რამეს – სასამართლო, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს, ეს ერთი მხარისთვის შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს, მეორე მხარისთვის კი მიუღებელი. თავს შევიკავებ ჩემი პოზიციის დაფიქსირებისგან ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, რადგან ეს შეიძლება აღქმული იქნას მხარდაჭერად ან ზეწოლად. თუ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას, მაშინ ვიცით, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი და მოსამართლის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლო რუსთავი 2-ის სარჩელის განხილვას იწყებს
შემდეგი სტატია„თუ საუბარი იქნება ირანული გაზის კონკურენტუნარიან ფასზე, მაშინ შესაძლებელია, ის იყოს ბაზარზე“