„რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებით ეხმაურებიან

„რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ არსებულ ახალ რეალობას არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებით ეხმაურებიან. განცხადებას ხელს 15 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, “რუსთავი2”-ისთვის მფლობელისა და გენერალური დირექტორის შეცვლა, დიდი გამოწვევა ქართული მყიფე დემოკრატიისა და სერიოზული საფრთხე პლურალისტული მედია გარემოსთვის.

მასში ასევე ნათქვამია, რომ “რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მათთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ასევე, გარანტირებული უნდა იყოს მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი უფლებების დაცვა შესაბამისი ეფექტური მექანიზმების შემოღებით.

“ეჭვგარეშეა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელების ცვლილება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რის შესახებაც მათ ღიად არაერთხელ განუცხადებიათ. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ქართულ მედია სივრცეში არსებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც მფლობელის/მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება მაუწყებლის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაზე.” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხვა ქრთამის სანაცვლოდ – სუს-მა 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაIRI – გამოკითხულთა უმეტესობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა