“რუსთავი 2”-ის სარჩელზე უარს მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს 5-მა მოსამართლემ დაუჭირა

საკონსტიტუციო სასამართლო პლენუმმა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სასამართლოს პლენუმმა 5 ხმით მიიღო. გადაწყვეტილებას მხარი გიორგი კვერენჩხილაძემ, ირინა იმერლიშვილმა, მაია კოპალეიშვილმა და თამაზ ცაბუტაშვილმა არ დაუჭირეს.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს. კონსტიტუციური სარჩელი, ნომერი 679, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ და შპს ტელეკომპანია „საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდეს. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება. გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლეების, გიორგი კვერენჩხილაძის, ირინა იმერლიშვილის, მაია კოპალეიშვილის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრები,“ – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი ამბობს, რომ მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია იყო ბუნდოვანი.
„საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ნორმა წარმოადგენს გარიგების ბათილობის უზოგადეს საფუძველს, რომლის მიზანიც არის მოწესრიგების გარეშე არ დატოვოს ისეთი შემთხვევები, რომლებიც გამომდინარეობს სახელშეკრულებო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებიდან, თუმცა არ არის გათვალისწინებული გარიგების სხვა საფუძვლებში,“ – განმარტა საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა სალომე ჯოხაძემ.
ე.წ. ამორალური გარიგების საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე მსჯელობა ორ წელზე მეტი მიმდინარეობდა.
ტელეკომპანია “საქართველო” სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ფასის არაპროპორციულობისგამო, ხელშეკრულების ბათილობის შესაძლებლობას ქმნის.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთავრობის განათლების და კულტურის მინისტრად მანანა ქვაჩახია დაინიშნა
შემდეგი სტატია“ჩემი მოთხოვნაა, სასტიკად დაისაჯოს სპეცრაზმელი ჩემ თვალწინ” – თემირლან მაჩალიკაშვილის დედა