“რუსთავი 2”-ის საქმის არსებითი განხილვა იწყება – ადვოკატები პროცესის გადადებას მოითხოვენ

სამაუწყებლო კომპანია

ამ წუთებში იწყება რუსთავი 2-ის საქმის არსებითი განხილვა სააპელაციო სასამართლოში.
სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები ასაჩივრებენ საქალაქო სასამართლოს მიერ 6 თვის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს გადაეცა.

იურისტები ასაჩივრებენ ასევე ყველა იმ შუამდგომლობაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომელიც მან არ დააკმაყოფილა. ტელეკომპანიის სააპელაციო საჩივრებს არ ეთანხმება ხალვაშის ადვოკატი.

სამაუწყებლო კომპანიის იურისტის განცხადებით, ისინი დღეს სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართავენ, რადგან, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი საქართველოში არ იმყოფება.

მათ ასევე აქვთ მოლოდინი, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე შესაძლოა გამოცხადდეს უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც განიხილეს 2 კვირის წინ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურჩაში 12 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები დააკავეს