რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო – კომპანია მიეკუთვნა ქიბარ ხალვაშს

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. განჩინების მიხედვით, 60 %-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში, ხოლო 40 %შპს პანორამას მიაკუთვნეს.

“2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საქმეზე №ას-664-635-2016 (ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“, ნინო ნიჟარაძის /მოპასუხეები/ საკასაციო საჩივრები ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ /მოსარჩელეები/ წინააღმდეგ) და ერთხმად მიიღო ახალი გადაწყვეტილება და შემდეგი განჩინებები”- წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ გვთხოვა, თავი შეგვეკავებინა გიორგი მამალაძის ნახვისგან
შემდეგი სტატიათქვენ უღალატეთ საქართველოს