“რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობს”

„რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობს, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ირმა ნადირაშვილმა, ელენე ხოშტარიამ და ოთარ კახიძემ გააკეთეს.
ირმა ნადირაშვილის თქმით, პალატის წევრებს განუსაზღვრეს სპეციალური ვადა – 30 ნოემბერი, როდესაც უნდა ჩატარდეს სხდომა და საბოლოოდ გადაწყდეს „რუსთავი 2“-ის საკითხი. მისივე განცხადებით, ზეწოლას თეა წულუკიანი, ოთარ ფარცხალაძე, შალვა თადუმაძე და ნინო გვენეტაძე ახორციელებენ.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგმართოთ საგანგებოდ, რადგან ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ არის საგანგებო და საგანგაშო. იცით, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით წინა კვირას საქმე განსახილველად დიდი პალატას გადაეცა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს ზეწოლა დიდი პალატის წევრებზე. განუსაზღვრეს სპეციალურად 30 ნოემბერი, როდესაც უნდა ჩატარდეს სხდომა და საბოლოოდ გადაწყდეს „რუსთავი 2“-ის საკითხი. დიდი პალატის ყველა წევრზე ხელისუფლების მხრიდან არის ზეწოლა, მათ აშანტაჟებენ საკუთარი მომავლით, ოჯახების ბედით. ამ საქმეში ჩართულია და ამ საქმითაა დაკავებული იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე. ის უშუალოდ ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეებზე. ჩვენი ინფორმაციით, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის, პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მდივანი თადუმაძე და უზესანესი სასამართლოს თავმჯდომარე გვენეტაძე”,- განაცხადეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა.

banner
წინა სტატიაშიმელია კვირიკაშვილს: რა მოხდება, ხვდებით?! – პროცესები ისედაც საკმარისად ბუყბუყებს
შემდეგი სტატია“პატრიოტთა ალიანსი” ოკუპირებული ტერიტორიების კუთხით ვიცე-პრემიერის პოსტის შემოღებას ითხოვს