რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ევროსაბჭოს კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას წერილით მიმართავს

რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე აეროპორტში მომხდარი თავდასხმის გამოძიებას ითხოვს ევროსაბჭოს განათლების, კულტურისა და მედიის კომიტეტი . ევროსაბჭოს დეპუტატები უახლოეს დღეებში საქართველოს ხელისუფლებას წერილით მიმართავენ. კომიტეტი და ყურადღებას ამახვილებს იმ საფრთხეებზე, რაც შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვეს.
ევროსაბჭოს დეპუტატების შეფასებით, მედია პლურალიზმი და აზრის გამოხატვის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა და წინასაარჩევნო პერიოდში მედია განსაკუთრებულად თავისუფალი უნდა იყოს. კომიტეტის სხდომას საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილიც დაესწრო. საუბარი ასევე შეეხო რუსთავი 2-თან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს. თაქთაქიშვილის თქმით, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებამ ისარგებლოს იმით, რომ ევროსაბჭო და პოლიტიკოსები შვებულებაში იქნებიან და ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა ზაფხულში მოხდეს,

„არ არის გამორიცხული, რომ სწორედ არჩევნებამდე, ზაფხულის განმავლობაში, მაშინ, როდესაც შვებულებაში არიან პოლიტიკოსები და ევროსაბჭო, სწორედ ამ დროს დადგეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე : ლიხტენშტაინსა და ბრიუსელს ეწვევა
შემდეგი სტატიათბილისში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა