“რუსთავი 2”-ის საქმე – სააპელაციო სასამართლოსთან მხარდამჭერები იკრიბებიან

სამაუწყებლო კომპანია

რამდენიმე წუთში სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე მორიგი პროცესი უნდა დაიწყოს. არ არის გამორიცხული, კოლეგიამ დღესვე გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

ტელეკომპანიის ადვოკატები მიმდინარე პროცესის ფორსირებულ რეჟიმში წარმართვაზე ამახვილებენ ყურადღებას.

მხარდამჭერებთან ერთად, სასამართლოსთან უკვე დაწყებულია პოლიციის მობილიზებაც.

10:30 საათზე უნდა დაიწყოს სასამართლო პროცესი, სადაც გაგრძელდება საქმის არსებითი განხილვა. თავდაპირველად, საკუთარ სააპელაციო პოზიციას თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე ჩამოაყალიბებს ტვ საქართველოს იურისტი.

ამის შემდეგ კომპანიის მფლობელების – ძმები ყარამანაშვილების ადვოკატი ისაუბრებს. სასამართლოზე გამოვა ასევე ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელიც.

 

banner
წინა სტატიაშიშსს-ს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: მე კარგად ვიცი, რამხელა პასუხისმგებლობა აქვს აღებული ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისა და ხალხის წინაშე